არქივი9 მარტი 2026, 16:02
მაია ნადირაძე: კობახიძემ, ყველას გაგაუქმებთ, ვინც აქამდე ზილინა-ზილინას სათამაშოდ დაგტოვეთო. კარგი და გადასარევი

ყოფილი პარლამენტარი მაია ნადირაძე:
კობახიძემ, ყველას გაგაუქმებთ, ვინც აქამდე ზილინა - ზილინას სათამაშოდ დაგტოვეთო.
კარგი და გადასარევი.
მორიგ ჯერზე გადააგდებენ “კონსტრუქციულ” ოპოზიციას და ეგებ გაუტოკდეთ ტვინი, რა უნდა ქნან, ნაცვლად ფუჭი და უგვანი განცხადებისა -
“ვაიძულებთ სამართლიანი არჩევნების ჩატარებას”.
ვინ უფრო გულისამრევია, აღარ ვიცი…
P.S.მომიტევეთ, მაგრამ მე აზრს ვეღარ ვხედავ წაგებული თამაშის გულშემატკივრობაში და როგორც ვხედავ ისე ვიტყვი, რევერანსების გარეშე.
14 წელია ერთიდაიგივეს ვკენკავთ კმაყოფილი სახეებით.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 მარტი 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.