მაია ბუწაშვილი: არ მომწონს მის ასაკზე აპელირება – ყველა ახალგაზრდაზე უფრო ახალგაზრდაა

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ეხმაურება ეხმაურება ექიმ გიორგი (გოგი) ჩახუნაშვილის დაკავებას.
„ბატონი გოგა (ჩახუნაშვილი) პედიატრიულ კარდიოლოგიას გვასწავლიდა ჩემი თაობის და შემდეგ ბევრი თაობის ექიმებს. იმ ბნელ საბჭოთა პერიოდში დამატებით სტუდენტებისთვის კარდიოლოგიური სექცია ქონდა შექმნილი, ატარებდა კონფერენციებს… მაშინ ეს ყველაფერი იშვიათობა იყო.
არ მომწონს მის ასაკზე აპელირება – ყველა ახალგაზრდაზე უფრო ახალგაზრდაა.
ჰოდა ახლა, შსს თანახმად, საერთოდ მარველის პერსონაჟად გადაქცეულა – რკინის ღობეებს გლეჯს და ისეთი სუპერძალები აქვს, მის დასაკავებლად თურმე ასი პოლიციელია საჭირო. აი მართლა ვაიმე:( ყოჩაღად იყავით ბატონო გოგა“, – წერს მაია ბუწაშვილი.
9 ოქტომბერს, თბილისში, საკუთარ სახლში დააკავეს 71 წლის ექიმი, პედიატრი, პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი. მისი დაკავება 4 ოქტომბრის მოვლენებს

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)