ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მაია ბითაძე - 1-ელი იანვრიდან ძაღლის გასეირნების წესის თაობაზე რეგულაცია არ იცვლება და მეპატრონეს შეუძლია ძაღლი გაასეირნოს როგორც მხოლოდ ალიკაპის, ისე მხოლოდ საბელის გამოყენებით

მაია ბითაძე - 1-ელი იანვრიდან ძაღლის გასეირნების წესის თაობაზე რეგულაცია არ იცვლება და მეპატრონეს შეუძლია ძაღლი გაასეირნოს როგორც მხოლოდ ალიკაპის, ისე მხოლოდ საბელის გამოყენებით

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მაია ბითაძის განცხადებით, მცდარია ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს 2026 წლის 1-ელი იანვრიდან ძალაში შედის ახალი რეგულაცია, რომლის თანახმადაც, ძაღლის მეპატრონეები ვალდებულნი იქნებიან საკუთარი ძაღლები გაისეირნონ აუცილებლად ალიკაპის გამოყენებით.
მისივე განმარტებით, აღნიშნული რეგულაცია ძაღლის გასეირნების წესის თაობაზე საქართველოში წლებია მოქმედებს. ამ წესის დარღვევისათვის სანქციის სახით გათვალისწინებული იყო ჯარიმა 20 ლარის ოდენობით, 2023 წელს განხორციელებული ცვლილებებით კი ჯარიმა გაიზარდა 150 ლარამდე, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან აღნიშნული ჯარიმა უცვლელი რჩება.
„ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ აღნიშნული რეგულაციის თანახმად, რომელიც ძაღლის გასეირნების წესს ადგენს, ალიკაპის გამოყენება არ არის სავალდებულო მოთხოვნა, არამედ, დადგენილია ალტერნატიული პირობები, კერძოდ, მეპატრონეს აქვს არჩევანის უფლება და შეუძლია, ძაღლი გაასეირნოს როგორც მხოლოდ ალიკაპის, ისე მხოლოდ საბელის გამოყენებით", - განაცხადა მაია ბითაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.