ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მაია ბითაძე: ძაღლის ყოლა უნდა გაძვირდეს. არ შეიძლება ყველას ჰყავდეს ძაღლი და მერე ...

ძაღლის ყოლა უნდა გაძვირდეს. არ შეიძლება ყველას ჰყავდეს ძაღლი და მერე ყრიდნენ ქუჩაში და უკონტროლოდ ამრავლებდნენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„ჩვენ, კანონით საშენებს ძალიან გავაკონტროლებთ. შესაძლებელია ჩვენ აღარ გვქონდეს იმისი უფლება, რომ ჩვენივე ძაღლები გავამრავლოთ, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ კანონს არ აქვს უკუმოქმედების ძალა. საუბარია 2025 წლის ივლისიდან. ჩვენ მანამდე უნდა მომემზადოთ და ყველა ძაღლი დავარეგისტრიროთ.

შესაძლებელია, შეგვეზღუდოს ჩვენივე ძაღლების გამრავლება და მოგვიწევს მხოლოდ და მხოლოდ საშენში მისვლა და თუ მოგვინდება ხელახლა ყიდვა, ხელახლა უნდა ვიყიდოთ“, – აღნიშნა მაია ბითაძემ.

„შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის საჯარო პრეზენტაცია პარლამენტში 15 თებერვალს გაიმართა.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.