არქივი5 დეკემბერი, 2025, 10:38
მაიამიში უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების შეხვედრა დასრულდა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, მაიამიში უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის შეხვედრა დასრულდა.
შეხვედრაში უკრაინის მხრიდან მოლაპარაკებებში ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი და უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ანდრეი გნატოვი მონაწილეობდნენ.
მანამდე კი, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის მომლაპარაკებლებთან, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან შეხვედრას უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი გამართავდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.