ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მათ არ აქვთ დემოკრატიული არჩევნების იმედი, ემზადებიან არჩევნების მეორე დღისთვის – არჩილ თალაკვაძე ოპოზიციაზე

თუ ვინმეს უნდა, სხვა სახელი დაარქვას ამ კანონს, შეგვიძლია სხვა სახელი დავარქვათ. ეს არის კანონი დემოკრატიის დაცვის შესახებ, რადგან დემოკრატია ინფორმირებული მოქალაქეების გარეშე არ არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ „იმედის კვირას“ გამჭვირვალეობის შესახებ კანონზე საუბრისას განუცხადა.
მისივე თქმით, რადიკალებმა ძალიან კარგად იციან, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან მიმართებით, სრულფასოვანი ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის არავითარი მექანიზმი არ არსებობს.
„ეს არის დამახინჯებული ინფორმაცია. სრულფასოვანი ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის არავითარი მექანიზმი ახლა არ არსებობს. მით უმეტეს, თავადაც ძალიან კარგად იციან – არასამთავრობო ორგანიზაციებთან მიმართებით.
თუ ვინმეს უნდა, სხვა სახელი დაარქვას ამ კანონს, შეგვიძლია სხვა სახელი დავარქვათ. ეს არის კანონი დემოკრატიის დაცვის შესახებ, რადგან დემოკრატია ინფორმირებული მოქალაქეების გარეშე არ არსებობს. მათ არ აქვთ დემოკრატიული არჩევნების იმედი, ემზადებიან არჩევნების მეორე დღისთვის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტში ოფიციალურად დაინიცირდა. კანონპროექტში ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებულია ტერმინი – „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.