ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“მათი შვილები ამ ქვეყანაში არ ცხოვრობენ, იმ საჭმელს არ ჭამენ, რომელზეც ხალხს მიუწვდება ხელი…” – ლორთქიფანიძე

“მათი შვილები ამ ქვეყანაში არ ცხოვრობენ, იმ საჭმელს არ ჭამენ, რომელზეც ხალხს მიუწვდება ხელი…” – ლორთქიფანიძე

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:
მათი შვილები ამ ქვეყანაში არ ცხოვრობენ, ამ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემით არ სარგებლობენ, ამ ქვეყნის სახელმწიფო საგანმანათლებლო სისტემაში არ სწავლობენ, იმ საჭმელს არ ჭამენ, რომელზეც ხალხს მიუწვდება ხელი, იმ წყალს არ სვამენ, რომელსაც ჩვენ ვსვამთ… არც უნდათ და არც გეგმავენ, რომ მათმა შემდგომმა თაობებმა ცხოვრება საქართველოს დაუკავშირონ. მათი მომავალი არის რიოში, ადელაიდაში, ბოსტონში და მოსკოვში, ოღონდ არა თბილისში (ღმერთმა სიკეთე და სიხარული არ მოაკლოს არცერთ ბავშვს). აქ ჩამოვლენ ხოლმე, პერიოდულად შემოივლიან, მიიღებენ რენტას და წავლენ… საქართველოსა და თავიანთ შვილებს შორის კავშირზე საჯაროდ მსჯელობის უფლება მხოლოდ იმ პოლიტიკოსებს აქვთ, რომელთა ბავშვებიც ჩვენ გვერდით ცხოვრობენ, ჩვეულებრივ სკოლებში სწავლობენ, ჩვეულებრივ პოლიკლინიკებში გადიან შემოწმებას, ჩვეულებრივ სუპერმარკეტში ყიდულობენ საკვებს, ჩვეულებრივი ტრანსპორტით გადაადგილდებიან, ევროკავშირის პროგრამებით შეუძლიათ საზღვარგარეთ უმაღლესი განათლების მიღება და ა.შ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.