“მათი პროპაგანდაც აღარ მუშაობს, თვითონვე არიან პარალიზებულნი” – ნოდიკო ტატიშვილი აქციიდან

მომღერალმა ნოდიკო ტატიშვილმა, რომელიც პარალამენტის წინ, საპროტესტო აქციაზეა, განაცხადა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც აქციაზე გამოიკვეთა არის რა, “ქართული ოცნების” პროგანდაც აღარ მუშაობს.

“მე მახსოვს 100 და 200 ათასობით კაცი რომ იდგა გარეთ, “ოცნების“ წარმომადგენლები იძახნდნე 6 ათასი კაცი დგასო. ესენი არაფერში არ არიან ძლიერები, განსაკუთრებით იმაში უჭირთ, რომ თავიანთ ხალხს ვერ უსმენენ, იმ ადამიანებს, რომლებიც არიან ხელისუფლების წყარო.

ყველაზე მნიშვნელოვანი რაც გამოიკვეთა, მათი პროპაგანდაც აღარ მუშაობს, იმიტომ რომ ყველამ ყველაფერი კარგად იცის, თვითონვე არიან პარალიზებულნი. ერთადერთი კარგი რაც შეიძლება გააკეთონ, ეს არის, დაინიშნოს ახალი არჩევნები, რომელიც ჩატარდება ჯანსაღ პირობებში. ამასთან, უნდა გათავისუფლდნენ ის უდანაშაულო პატიმრები, რაც შეიძლება მალე. მინდა, ახალ წელს, ის უდანაშაულო ადამიანები შეხვდნენ სახლში, ოჯახებთან ერთად“- ამბობს ნოდიკო ტატიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა