არქივი22 დეკემბერი 2024, 17:23
“მათი დასასრული ძალიან ახლოსაა” – თინა ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას აფასებს და ამბობს:
მათი დასასრული ძალიან ახლოსაა, იმიტომ, რომ როცა რეჟიმი იწყებს ასე ლაპარაკს საკუთარი მოქალაქეების, სახელმწიფო ინსტიტუტების, პოლიტიკური პარტიების, აქტიური მოქალაქეების შესახებ, ეს არის ერთგვარი აგონიის ის მომენტი, როდესაც დასასრული ახლოვდება. ამ მოქმედებებით, ძალადობის გზით, ჯალათების ქუჩაში გამოშვებით, დაუსჯელობით, უბრალოდ, ახანგრძლივებენ გარდაუვალს, რაც უფრო ახანგძლივებენ გარდაუვალს, მით უფრო სასტიკი ხდება რეჟიმი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 დეკემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.