ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მათე დევიძის სოლიდარობის მარშის კიდევ ერთ მონაწილეს, გია ჯვარშეიშვილს სასამართლომ 7-დღიანი, ელენე ბერიკაშვილს კი 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

მათე დევიძის სოლიდარობის მარშის კიდევ ერთ მონაწილეს, გია ჯვარშეიშვილს სასამართლომ 7-დღიანი, ელენე ბერიკაშვილს კი 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

მათე დევიძის სოლიდარობის მარშის მონაწილეები - გია ჯვარშეიშვილი და ელენე ბერიკაშვილი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნო.
მოსამართლე დავით მაკარაძემ ჯვარშეიშვილს 7-დღიანი, ბერიკაშვილს კი 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
ცნობისთვის, 19 ნოემბერს თბილისში, მსჯავრდებულ მათე დევიძის სოლიდარობის მარში გაიმართა. დემონსტრანტები თავდაპირველად თსუ-ს პირველ კორპუსთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობა გამართეს. მარშის 13 მონაწილე სამართალდამცავებმა მელიქიშვილისა და კაკაბაძის ქუჩებზე დააკავეს. დაკავებულებიდან 5 ქალია.
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავებული პირების ნაწილს პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას, ნაწილს კი სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ედავება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.