ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"მადლობა, ჩვენ ეს შევძელით!" - ხვიჩა კვარაცხელიას და გურამ კაშიას კომენტარები საბერძნეთის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ

ერთა ლიგის ფინალში საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთი დაამარცხა და ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის საგზური მოიპოვა. ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა გურამ კაშიამ და ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთეს.
"მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ გულშემატივარს, რომლებიც გვგულშემატკივრობდნენ 120 წუთის განმავლობაში. მადლობა, ჩვენ ეს შევძელით! ახალ სიმაღლეზე ასვლა მოვახერხეთ.
საბერძნეთის ნაკრებს მადლობას ვუხდი, შესანიშნავი მოთამაშეები ჰყავთ. იმედია შემდეგში მათ გაუმართლებთ, მომავალში წარმატებებს ვუსურვებ. მოედანზე თავი არ დაზოგეს", - განაცხადა კვარაცხელიამ.
"კიდევ ვერ ვიჯერებთ, რაც მოხდა. ბედნიერებაა, როცა ასეთ საქართველოს ვხედავ. გერმანიაში
მივდივართ!", - განაცხადა კაშიამ.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.