არქივი7 ივნისი, 2026, 20:21
“მადლობა საქართველო”– დიუშენის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები მხარდამჭერებს მადლობას უხდიან

ფოტოები – mo se
რუსთაველის გამზირზე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მხარდამჭერი „მადლობის მარში“ მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ეს არის ერთიანობის, თანადგომისა და საერთო ძალისხმევით მიღწეული შედეგის აღნიშვნა.
მარშის ორგანიზატორებისა და დაავადებული ბავშვების მშობლების თქმით, მსვლელობა ეძღვნება ყველა იმ ადამიანს, ვინც პროტესტის განმავლობაში მათ გვერდით იდგა და ბავშვების სიცოცხლისთვის აუცილებელი მკურნალობის ხელმისაწვდომობის მოთხოვნას მხარს უჭერდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 ივნისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.