მადლობა რუმინეთის პარლამენტს საქართველოს ევროპული პერსპექტივის შესახებ რეზოლუციის მიღებისთვის – ილია დარჩიაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი რუმინეთის პარლამენტის მიერ დამტკიცებულ რეზოლუციას სოციალურ ქსელში ეხმაურება. მინისტრი, საქართველოს ევროპული პერსპექტივის შესახებ რეზოლუციის მიღებასთან დაკავშირებით, რუმინეთის პარლამენტს მადლობას უხდის.
„დიდი მადლობა რუმინეთის პარლამენტს საქართველოს ევროპული პერსპექტივის შესახებ რეზოლუციის მიღებისთვის. ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნისადმი, განსაკუთრებით – ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ასეთ გადამწყვეტ მომენტში,” – წერს დარჩიაშვილი X-ის გვერდზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ნაურუს რესპუბლიკის მხრიდან ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკასთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა არის ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველი