ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და თითოეულ პოლიციელს, პოლიციამ ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით იმოქმედა, გუშინ ის ხარვეზებიც გამოსწორდა, რომელიც წინა დღეებში დაფიქსირდა

მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ ვახტანგ გომელაურს და თითოეულ პოლიციელს. მიუხედავად უმძიმესი სისტემური ძალადობისა, რომელსაც გუშინ ძალადობრივი დაჯგუფებები მიმართავდნენ, პოლიციამ ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით იმოქმედა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, გუშინ ის ხარვეზებიც გამოსწორდა, რომელიც წინა დღეებში დაფიქსირდა.
„მინდა, გამოვეხმაურო გუშინ თბილისში განვითარებულ მოვლენებს. პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ ვახტანგ გომელაურს და თითოეულ პოლიციელს. მიუხედავად უმძიმესი სისტემური ძალადობისა, რომელსაც გუშინ ძალადობრივი დაჯგუფებები მიმართავდნენ, პოლიციამ ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით იმოქმედა და წარმატებით დაიცვა სახელმწიფო კონსტიტუციური წყობილების ხელყოფის მორიგი მცდელობისაგან.
გუშინ ის ხარვეზებიც გამოსწორდა, რომელიც წინა დღეებში დაფიქსირდა, რისთვისაც შინაგან საქმეთა მინისტრს და თითოეულ პოლიციელს კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო. მადლობა თითოეულ პოლიციელს მოთმინებისთვის,“- განაცხადა პრემიერმა.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.