ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მადლობა ინტერესისთვის, რომელსაც არაბთა გაერთიანებული საამიროები გამოხატავს ჩვენი ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში ინვესტიციების განხორციელების გზით

მადლობა ინტერესისთვის, რომელსაც არაბთა გაერთიანებული საამიროები გამოხატავს ჩვენი ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში ინვესტიციების განხორციელების გზით

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების ტოლერანტობის მინისტრ შეიხ ნაჰიან ბინ მუბარაქ ალ ნაჰიანთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ შეიხ ალ ნაჰიანთან მნიშვნელოვანი საუბარი შედგა.
“შეხვედრისას ყურადღება გავამახვილეთ მრავალი მიმართულებით მიმდინარე ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე. მადლობა იმ ინტერესისთვის, რომელსაც არაბთა გაერთიანებული საამიროები გამოხატავს ჩვენი ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში ინვესტიციების განხორციელების გზით. მოუთმენლად ველი ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებას საერთო ინტერესების მქონე სფეროებში”,- აცხადებს ირაკლი კობახიძე.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.