ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მადლობა იმ ქართველებს, რომლებმაც ბათუმში ინციდენტისას ელჩს მხარი დაუჭირეს – გერმანიის საელჩო

მადლობა იმ ქართველებს, რომლებმაც ბათუმში ინციდენტისას ელჩს მხარი დაუჭირეს – გერმანიის საელჩო

გერმანიის საელჩო ბათუმში 18 მაისს მომხდარ ინციდენტს ეხმაურება. საუბარია შემთხვევაზე, როდესაც, სავარაუდოდ, ქართული ოცნების მხარდამჭერმა ბათუმში საქართველოში გერმანიის ელჩს, პიტერ ფიშერს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
„საელჩო ადასტურებს ამ შემთხვევას და მადლობას უხდის იმ ქართველებს, რომლებიც შემთხვევით შეესწრნენ ინციდენტს და ამ სიტუაციაში მხარი დაუჭირეს ელჩს, როგორც მათი ქალაქის სტუმარს. მას შემდეგ, რაც ირგვლივ მდგომმა ქართველებმა ბატონ ქოჩიაშვილს მის უღირს საქციელზე მიუთითეს, მან სწრაფად დატოვა იქაურობა. პოლიცია ადგილზე არ ყოფილა“
შეგახსენებთ, POSTV-მ ვალერი ქოჩიაშვილის ვიდეო გაავრცელა, სადაც ის ამაყად ამბობს, რომ 18 მაისს, ბათუმში გერმანიის ელჩს, პეტერ ფიშერს რესტორანში შეხვდა და აგინა. (ფორმულა)

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.