ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მადლობა გონიერ ქართველ ხალხს, გუშინ ნათელი გახდა, თუ რამხელა მხარდაჭერა აქვს ამ კანონს. ოპოზიცია კი ბოლომდე გაიშიფრა – დავთვალეთ

მადლობა გონიერ ქართველ ხალხს, გუშინ ნათელი გახდა, თუ რამხელა მხარდაჭერა აქვს ამ კანონს. ოპოზიცია კი ბოლომდე გაიშიფრა – დავთვალეთ
„გამჭვირვალობის შესახებ კანონის საბოლოო მიღებამდე დიდი დროა და ამ ხნის მანძილზე კიდევ მოუწევთ ქუჩაში განწირული ხმით ყვირილი, თუმცა, რაც უფრო ძაბავენ სიტუაციას, მით უფრო დიდ აგრესიას იღებენ ქართველი ხალხის უმრავლესობისგან,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.
მისივე თქმით, ივნისის თვეში ცნობილი გახდება არჩევნების წინასწარი შედეგები და გამოჩნდება, როგორია ქართველი ხალხის პოლიტიკური არჩევანი – მონური თუ სუვერენული.
„გუშინ მთელმა ოპოზიციამ სრული რესურსი გამოიყვანა რუსთაველზე. აქციაზე მყოფი ხალხი, მხოლოდ მათი პარტიული აქტივი და მხარდამჭერები იყვნენ. ის ენჯეოებიც მათი ამომრჩეველია. აბა, ლომჯარია-ცუცქირიძე-მაქარაშვილი „ქართული ოცნების” ამომრჩევლები რომ არ არიან, ყველამ კარგად იცის.
მადლობა გონიერ ქართველ ხალხს, გუშინ ნათელი გახდა, თუ რამხელა მხარდაჭერა აქვს ამ კანონს. ოპოზიცია კი ბოლომდე გაიშიფრა – დავთვალეთ! ბუნებრივია, არჩევნებამდე 6 თვით ადრე ეს არ აწყობდათ, მაგრამ, რა ექნათ? ხელისუფლებამ ისეთ ხაფანგში შეითრია, რომ თავს ვეღარ აღწევენ.
კანონის საბოლოო მიღებამდე დიდი დროა და ამ ხნის მანძილზე კიდევ მოუწევთ ქუჩაში განწირული ხმით ყვირილი, თუმცა, რაც უფრო ძაბავენ სიტუაციას, მით უფრო დიდ აგრესიას იწვევენ ქართველი ხალხის უმრავლესობაში. ჩვენ კი ვიცოდით, მაგრამ ივნისის თვეში ყველასათვის ნათელი გახდება არჩევნების წინასწარი შედეგები, თუ ვის უჭერს მხარს ქართველი ხალხი და რა პოლიტიკას ირჩევენ – მონურს თუ სუვერენულს?” – წერს ჩიბურდანიძე.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.