მადლობა ბიძინა ივანიშვილს, ქუთაისის უნივერსიტეტის დამფუძნებელს, რომლის იდეაც გახლდათ ამ უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო კერის შექმნა ჩვენს ქვეყანაში

მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს, უნივერსიტეტის დამფუძნებელს, რომლის იდეაც გახლდათ ამ უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო კერის შექმნა ქუთაისში, ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენ აუცილებლად, მადლობა უნდა გადავუხადოთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, უნივერსიტეტის დამფუძნებელს, რომლის იდეაც გახლდათ ამ უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო კერის შექმნა ქუთაისში, ჩვენს ქვეყანაში.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს ნამდვილად უნიკალური ინფრასტრუქტურაა, არის უნიკალური ადგილმდებარეობა, რაც ცალკე აღნიშვნის ღირსია და რომელიც პირადად ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა შეარჩია, არის არაჩვეულებრივი, უმაღლესი ევროპული სტანდარტების ინფრასტრუქტურა.
3 წელი ვსწავლობდი ევროპაში და იქაც კი არ იყო ისეთი ინფრასტრუქტურა, იმ კონკრეტულ უნივერსიტეტში, სადაც მივიღე განათლება, როგორიც არის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში უზრუნველყოფილი თავისი სასწავლო კორპუსებით, საერთო საცხოვრებლებით და ნამდვილად ძალიან დიდი ბედნიერებაა თითოეული სტუდენტისთვის ასეთ გარემოში განათლების მიღება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ამაზე მინდა ორი სიტყვა გითხრათ, მე მქონდა საუბარი ბატონ ბიძინა ივანიშვილთან და არის ძალიან ამბიციური გეგმები, რომლებიც უკავშირდება უნივერსიტეტის შემდგომ გაფართოებას.
ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ ვგეგმავთ უახლოეს მომავალში ჩვენი ქვეყნის განვითარების სამომავლო 4-წლიანი გეგმის წარდგენას საზოგადოების წინაშე და ამ გეგმის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი იქნება განათლების რეფორმის განხორციელება და კონკრეტულად, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება საუნივერსიტეტო რეფორმის განხორციელებაზე და აქ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი დაიკავებს განსაკუთრებულ ადგილს.
ჩვენი ამოცანაა, რომ ქვეყანაში არსებობდეს 2 განსაკუთრებული საგანმანათლებლო კერა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახით, რომლებსაც თანაბარი დატვირთვა ექნებათ ქვეყანაში განათლების მიწოდების თვალსაზრისით.
ეს გულისხმობს იმას, რომ მასშტაბურად გაფართოვდება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა, კიდევ უფრო მეტად, იმგვარად, რომ შესაძლებელი გახდეს 4 წლის თავზე, 2028 წლისთვის 30 000-მდე სტუდენტის მიღება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ და რა თქმა უნდა, ეს საჭიროებს შესაბამისი სასწავლო პროგრამების გაფართოებასაც, დამატებით კვალიფიციური პერსონალის მოწვევას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში და ეს გეგმა აუცილებლად განხორციელდება მომდევნო 4 წლის განმავლობაში.
ამ გეგმის განხორციელება თავიდან ბოლომდე დაფინანსდება ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ, რისი მზაობაც მან პირადად დაადასტურა და ამისთვისაც მას განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – 26 მაისის აღნიშვნა მთლიანად წარიმართება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700-წლოვანი იუბილის აღნიშვნის ეგიდით, ძალიან ფართო სპექტრი იქნება ღონისძიებების როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ

ირაკლი კობახიძე – თუ ფორმალურად მაინც გინდა, რომ ჟურნალისტი გერქვას, ფორმალური სოლიდარობა მაინც უნდა გამოხატო კოლეგა ჟურნალისტის მიმართ, როგორც არ უნდა განეკუთვნებოდე კონკრეტულ პარტიულ ბანაკს, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“

პრემიერი დაგეგმილ აქციაზე – ერთხელ კიდევ თუ დაენახებიან გვარამია, ზურა ჯაფარიძე, ვაშაძე და ეს ადამიანები საზოგადოებას, კიდევ უკეთესი ჩვენთვის, იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ შეახსენებენ საკუთარ სახეს ჩვენს მოქალაქეებს, სრულიად უსუსურია დღეს რადიკალური ოპოზიცია, ერთმანეთშიც განხეთქილება აქვთ