ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“მადლობა ბიძინა ივანიშვილს ქართველი ხალხის ნამუსის აღდგენისთვის…“ – ზურა ხაჩიძე

მომღერალმა ზურა ხაჩიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მხარს უჭერს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს.

“ყველას ერევა და ჰგონია, რომ მე ვარ პარლამენტის წევრი, ყველა მეუბნება, რომ შენ მიაჭირე ღილაკს ხელი, მხარი დაუჭირე [კანონს], შენც მოღალატე ხარ… [ამ ადამიანებს] პირდაპირ გეტყვით, მე დასამალი არაფერი მჭირს, მე მხარს ვუჭერს ამ კანონს, ჩემი ქვეყნის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ჩემი ქვეყნის ღირსეულ პრემიერს…

გამჭვირვალობის კანონი, თუკი რამეს ემსახურება პირველ რიგში ემსახურება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და არა რუსეთსა თუ სხვა ქვეყნის ინტერესებს, როგორც ეს შეთხზეს.

მადლობა ბიძინა ივანიშვილს ქართველი ხალხის ნამუსის, სინდისის აღდგენისთვის…”, – ამბობს ზურა ხაჩიძე.

არქივის შესახებპირველწყარო: newsline.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.