მადლიერების დღის წინ, ბაიდენმა ინდაურები შეიწყალა

ამერიკაში მადლიერების დღე ახლოვდება, თეთრი სახლი კი ტრადიციას აგრძელებს. ცოტა ხნის წინ, ამერიკის 46-ე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ორი ინდაური შეიწყალა.
ეს არის საპრეზიდენტო ტრადიცია, რომელიც უკვე 77 წელია უწყვეტად გრძელდება. თუმცა, ტრადიციის ფუძემდებლად, -ის 16-ე პრეზიდენტი, აბრაამ ლინკოლნი მიიჩნევა, რომელმაც, გადმოცემით, ინდაური საკუთარი ვაჟის თხოვნით შეიწყალა. ჯო ბაიდენისთვის, ეს ბოლო შემთხვევაა, როცა ის თეთრ სახლში ამ საპრეზიდენტო ტრადიციას აღასრულებს.
ინდაურების შეწყალების ცერემონიას, თეთრ სახლში, პრეზიდენტი, თეთრი სახლის თანამშრომლები, მათი ოჯახის წევრები და რიგითი ამერიკელები ესწრებოდნენ.
ჯო ბაიდენმა შეკრებილებს მიმართა და ამერიკის მოქალაქეებს მადლიერების დღეს მიულოცა. ამერიკა მადლიერების დღეს 28 ნოემბერს აღნიშნავს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს