არქივი11 დეკემბერი, 2024, 11:40
მადეირაზე, არარეზიდენტებისთვის პოპულარული ტურისტული მარშრუტების მონახულებაზე ახალი გადასახადი შემოიღეს

პორტუგალიის კუნძულ მადეირას ხელისუფლებამ, არარეზიდენტებისთვის პოპულარული ტურისტული მარშრუტების მონახულებაზე ახალი გადასახადი შემოიღო.
„ევრონიუსის“ ცნობით, ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს მდგრადი ტურიზმის განვითარებას, შემოსავალი კი გარემოსდაცვით ღონისძიებებზე მიიმართება. ამჟამად, გადასახადი მოქმედებს შვიდ ყველაზე მოთხოვნად მარშრუტზე, ხოლო 2025 წლის იანვრიდან ეს პრაქტიკა გავრცელდება პორტუგალიის არქიპელაგის ყველა რეკომენდებულ მარშრუტზე.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.