მადამ მავნებელს ალბათ კარგი ფასი გადაახდევინა ტრამპის ინაუგურაციის ბილეთში, მაგრამ ხაზარაძე მგონი დასაჯა. იმ გიჟს, ვაშაძეს მგონი საერთოდ კალათბურთის ბილეთი მიჰყიდა

მადამ მავნებელს ალბათ კარგი ფასი გადაახდევინა ტრამპის ინაუგურაციის ბილეთში, მაგრამ ხაზარაძე მგონი დასაჯა. იმ გიჟს, ვაშაძეს მგონი საერთოდ კალათბურთის ბილეთი მიჰყიდა
მადამ მავნებელს ალბათ კარგი ფასი გადაახდევინა ტრამპის ინაუგურაციის ბილეთში, მაგრამ ხაზარაძე მგონი დასაჯა. იმ გიჟს, ვაშაძეს მგონი საერთოდ კალათბურთის ბილეთი მიჰყიდა, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კონგრესმენი ჯო უილსონი, რომელმაც დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე დაპატიჟა, ინაუგურაციაზე ბილეთების გაყიდვით ფულს შოულობდა.
„თავის „ტვიტერს“ ხომ აქირავებდა. ჩვენ საიდან გავიგეთ იცით ეს? FARA-შია დარეგისტრირებული, რომ თურმე კეზერაშვილი ათას დოლარს უხდიდა იმაში, რომ რაიმე დაეწერა ქართველი ხალხის და ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ. მადამ მავნებელს ალბათ კარგი ფასი გადაახდევინა [ტრამპის ინაუგურაციის] ბილეთში, მაგრამ ხაზარაძე მგონი დასაჯა. იმ გიჟს, ვაშაძეს მგონი საერთოდ კალათბურთის ბილეთი მიჰყიდა. მგონია, რომ ვაშაძემ უნდა უჩივლოს მას, რადგან კალათბურთის თამაშზე მიიწვია და იქიდან ერთვებოდა დაღვრემილი სახით.
აღმოჩნდა, რომ დროშებსაც ყიდის. ეს არის თქვენი ავტორიტეტული რესპონდენტი. კიზინგერი გახსოვთ? „ტვპირველის“, „მთავარი არხის“ და „ფორმულას“ მუდმივი [რესპონდენტი] რომ იყო და მორალს გვიკითხავდა?! საერთოდ გააგდეს და მტირალა უწოდა ახალმა პრეზიდენტმა. გონჩარენკო გახსოვთ? აქ რომ გვმოძღვრავდა. კითხეთ აბა საკუთარ ქვეყანაში რატომ არ ომობს?! სენატორი მენდესი რომ აამხედრეს ჩვენს წინააღმდეგ, ამერიკულმა სასამართლომ დაიჭირა ღალატისთვის, მექრთამეობისთვის და კორუფციისთვის. ასეთი ხალხი ჰყავდათ [ოპოზიციურ მედიას] რესპონდენტებად და ჩვენ გვმოძღვრავდნენ“, – აღნიშნა ზარქუამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ოპოზიცია შეიძლება ყველაფერში აკრიტიკებდეს ხელისუფლებას, ეს დემოკრატიის წესია, ნორმალურია, მაგრამ ერთი ოპოზიციონერი არ დაუდგა ხელისუფლებას გვერდით იქ, სადაც ომის საფრთხის თავიდან არიდებაზე იყო საუბარი, ეს არის ფაქტი, დანარჩენზე საზოგადოებამ იმსჯელოს

ყველას უნდოდა რადიკალურ ოპოზიციაში, რომ საქართველოს არ მინიჭებოდა კანდიდატის სტატუსი, რადიკალური ოპოზიცია გამუდმებით საუბროდა იმაზე, რომ ჯერ არ გვეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი, მერე არ გვეკუთვნოდა მოლაპარაკებების გახსნა, ასე გავატარეთ 3 წელი, მარტო ვიბრძოდით ევროინტეგრაციისთვის