ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მადაგასკარში საპროტესტო აქციების ფონზე, პრეზიდენტმა მთავრობა დაითხოვა

მადაგასკარში საპროტესტო აქციების ფონზე, პრეზიდენტმა მთავრობა დაითხოვა

მადაგასკარის პრეზიდენტმა ანდრი რაჯოელინამ ახალგაზრდული საპროტესტო აქციების ფონზე მთავრობა დაითხოვა.
როგორც The Guardian წერს, საპროტესტო აქციები წყლისა და ელექტროენერგიის გათიშვამ გამოიწვია და გაეროს ცნობით, და სულ მცირე, 22 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
გამოცემა წერს, რომ მადაგასკარში სამდღიანი დემონსტრაციები, კენიასა და ნეპალში „ჯენ ზი თაობის“ საპროტესტო აქციებით იყო შთაგონებული და დემონსტრანტებმა კენიის და ნეპალის პროტესტის მსგავსი ტაქტიკა გამოიყენეს.
„ჩვენ ვაღიარებთ და ბოდიშს ვიხდით, თუ მთავრობის წევრებმა არ შეასრულეს მათთვის დაკისრებული ამოცანები…
მესმის ელექტროენერგიის გათიშვით და წყალმომარაგების პრობლემებით გამოწვეული რისხვა, მწუხარება და სირთულეები. მოვისმინე მოწოდება, ვიგრძენი ტანჯვა, გავიგე მისი გავლენა ყოველდღიურ ცხოვრებაზე“, – განაცხადა მადაგასკარის პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის თქმით, ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის წარდგენა მომდევნო სამი დღის განმავლობაში მოხდება, სანამ ახალი მთავრობა ჩამოყალიბდება.
მადაგასკარის ლიდერმა განაცხადა, რომ მას ახალგაზრდებთან დიალოგისთვის სივრცის შექმნა სურდა და ძარცვის შედეგად დაზარალებული ბიზნესების მხარდაჭერის ზომების მიღება დაპირდა.
მედიის ინფორმაციით, მადაგასკარის დედაქალაქ ანტანანარივუში ათასობით , უმეტესად შავებში ჩაცმული დემონსტრატები გამოდიოდნენ და მოითხოვდნენ პრეზიდენტის გადადგომას.
გასულ კვირას გამართულ მსვლელობებს პოლიციამ მკაცრი ზომებით უპასუხა, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა პროტესტის დასაშლელად, რის შედეგადაც, 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.
გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისმა ზოგიერთის გარდაცვალების მიზეზად სამართალდამცველების „ძალადობრივი რეაგირება“ დაასახელა, ხოლო სხვა შემთხვევები გამოწვეული იყო ძალადობითა და ბანდების მიერ ძარცვით, რომელიც მომიტინგეებთან არ იყო დაკავშირებული.
მედიის ცნობით, მადაგასკარის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო გაეროს მიერ მოწოდებული მსხვერპლის შესახებ მონაცემები და განაცხადა, რომ მონაცემები არ მომდინარეობს კომპეტენტური ეროვნული ორგანოებისგან და ეს ინფორმაცია „ჭორებს ან დეზინფორმაციას ეფუძნება“.
ავტორი: ნინა სიგუა

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.