ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

,, მაგ პოზიციების გაგება/დაზუსტება იყო რუბიოს მიზანი” – ზურაბ ბატიაშვილი

27
აღმოსავლეთმცოდნე ზურაბ ბატიაშვილი:
,,რა თქმა უნდა, საუბრის მთავარი თემა ირანი და მის გარშემო განვითარებული მოვლენები იყო. ამ ეტაპზე ირანზე მნიშვნელოვანი საკითხი არ აქვს ტრამპის ადმინისტრაციას და არც ექნება ახლო მომავალში. მითუმეტეს ძალიან მალე სახმელეთო ოპერაციის დაწყებაა იქ მოსალოდნელი.
ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია იმის დაფიქსირება, ირანის სამეზობლოში ვის რა პოზიცია უკავია და ვინ ვისკენაა. მაგ პოზიციების გაგება/დაზუსტება იყო რუბიოს მიზანი.
ქოცები ანტიამერიკულ პოზიციებზე დაფიქსირდებიან? ნება მათია. მაგრამ კი ვხედავთ, რა ემართებათ ანტიამერიკელ ლიდერებს ამ ბოლო დროს.
აქამდე ქოცები ყველას არწმუნებდნენ, რომ ანტირუსობა საშიშია, დაგვხოცავენო. მაგრამ ახლა ანტიამერიკელობა უფრო საშიში გახდა ჯანმრთელობისთვის.
ამიტომ ცუდი არ მგონია ეს ზარი. ორ სკამზე ჯდომის უფლებას არავის მისცემენ ამ გაგანია ომში.“

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.