ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"მაგ პატარა ბო*ს თავის ადგილს მივუჩენ" - პიმბლეტის ეს ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]

"მაგ პატარა ბო*ს თავის ადგილს მივუჩენ" - პიმბლეტის ეს ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]

UFC 317-ზე მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში ილია თოფურიამ ჩარლზ ოლივეირა პირველივე რაუნდში გათიშა. ამ გამარჯვების შემდეგ ილია ორი წონის, ქვემსუბუქი და მსუბუქი წონის ჩემპიონია.
ბრძოლის შემდეგ ოქტაგონზე UFC-ის მებრძოლი, პედი პიმბლეტი ავიდა, მან და ილიამ რამდენიმე სიტყვა გაცვალეს.
პედი პიმბლეტი: "მე სქაუზერი ვარ. ჩვენ არ ვითიშებით!"
ილია თოფურია: "წადი შე ქერა ბო*ო", - უთხრა ილიამ პედის.
ამის შემდეგ პიმბლეტმა მორიგი ვიდეო ჩაწერა.
"ილიამ დაგასაბმითებო იმიტომ მითხრა, რომ ჩემი დანოკაუტება არ შეუძლია. მაგ პატარა ბო*ს თავის ადგილს მივუჩენ", - ამბობს ვიდეოში პიმბლეტი.
ცნობისთვის, UFC-ის პრეზიდენტმა დეინა უაითმა განაცხადა, რომ პიმბლეტი ოქტაგონზე არ უნდა ასულიყო, რადგან თოფურიას მომდევნო მეტოქედ არც კი განიხილება.
"ვინ ჯანდაბამ უთხრა, რომ ოქტაგონზე ასულიყო? თოფურიას ცოლ-შვილიც იქ იმყოფებოდა" - UFC-ის პრეზიდენტი პიმბლეტის საქციელმა გააბრაზა
"ვინ ჯანდაბამ უთხრა, რომ ოქტაგონზე ასულიყო? თოფურიას ცოლ-შვილიც იქ იმყოფებოდა" - UFC-ის პრეზიდენტი პიმბლეტის საქციელმა გააბრაზა

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.