ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"მაგთიკომი" - 27 იანვარს, აჭარის ტერიტორიაზე, სამ წერტილში საეჭვო დაზიანება დაფიქსირდა - გადაცემულია სამართალდამცავ ორგანოებზე

"მაგთიკომი" - 27 იანვარს, აჭარის ტერიტორიაზე, სამ წერტილში საეჭვო დაზიანება დაფიქსირდა - გადაცემულია სამართალდამცავ ორგანოებზე

კომპანია „მაგთიკომი“ განცხადებას ავრცელებს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, 27 იანვარს, აჭარის ტერიტორიაზე, სამ წერტილში საეჭვო დაზიანება დაფიქსირდა და ფაქტი გადაცემულია სამართალდამცავ ორგანოებზე.
„27 იანვარს "მაგთიკომის" მობილური და ფიქსირებული ინტერნეტის სერვისებზე დაფიქსირდა შეფერხება.
გაცნობებთ, რომ "მაგთიკომის" ინტერნეტ შეერთება საქართველოში გადაზღვეული არხებით შემოდის ევროპიდან. 27 იანვარს დაზიანება დაფიქსირდა თურქეთის ტერიტორიაზე, სადაც დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო ვერ ხერხდება პარტნიორი კომპანიის ტექნიკური ჯგუფების დაზიანების წერტილამდე მისვლა.
რაც შეეხება სარეზერვო მაგისტრალური არხის დაზიანებას, 27 იანვრის 21:21 საათზე საქართველოს მხარეს, აჭარის ტერიტორიაზე, დაფიქსირდა სამ წერტილში საეჭვო დაზიანება (გადაცემულია სამართალდამცავ ორგანოებზე).
„მაგთიკომის“ ტექნიკური ჯგუფი საგანგებო რეჟიმში მუშაობდა პრობლემების აღმოსაფხვრელად და 28 იანვრის 01:54 საათზე სრულად აღმოიფხვრა სამივე დაზიანება.
ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.