"მაგარ ფორმაშია ალექსა" - მერაბ დვალიშვილი ილია თოფურიას ძმის მხარდასაჭერად ავსტრალიაში ჩავიდა [VIDEO]
!["მაგარ ფორმაშია ალექსა" - მერაბ დვალიშვილი ილია თოფურიას ძმის მხარდასაჭერად ავსტრალიაში ჩავიდა [VIDEO]](/wp-content/uploads/2025/02/93fc7b04959115b15cda92dd7be35c8a-7H2yu1.png)
9 თებერვალს, UFC-312-ზე ალექსანდრე თოფურია კობი თიქნესს დაუპირისპირდება. აღნიშნული ბრძოლის წინ, თოფურიას მხარდასაჭერად UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი ავსტრალიაში ჩავიდა.
შეგახსენებთ, ეს UFC-ში ალექსანდრესთვის სადებიუტო ბრძოლა იქნება. თოფურიას ანგარიშზე MMA-ში 5 გამარჯვება და 1 მარცხია.
თიქნესი MMA-ში ჯერჯერობით დაუმარცხებელია. მას 7-დან 7 გამარჯვება აქვს მოპოვებული.
ვიდეო აღებულია მერაბ დვალიშვილის ფეისბუქგვერდიდან
- მერაბ დვალიშვილი ილია თოფურიას ძმის მხარდასაჭერად ავსტრალიაში ჩავიდა " />"მერაბის ვარიანტს განვიხილავ, ჩავნიშნოთ ეს ბრძოლა ჩემს ქალაქში და თვითმფრინავით მგზავრობაც არ მომიწევს" - UFC-ის უმსუბუქესი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა დვალიშვილი გამოიწვია
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.