ლუქსემბურგელთა მწვრთნელი: ჯერ მიქაუტაძე ექაჩებოდა ჩვენს ფეხბურთელს...
ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგს უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. თამაშის შემდეგ ლუქსემბურგის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუკ ჰოლცმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და შეხვედრა შეაფასა.
"ვულოცავ საქართველოს ნაკრებს გამარჯვებას, რაც განსაკუთრებით პირველი ტყაიმის ფონზე, დამსახურებული იყო. გაუგებარია, მსაჯმა რის მიხედვით იმოქმედა. თავიდან ჩვენს ფეხბურთელს მიქაუტაძე ექაჩებოდა, ამის შემდეგ თამაში გააგრძელა და შემდეგ წარმოუდგენელი გადაწყვეტილება მიიღო - ჩვენი გოლი გააუქმა და აქეთ დავისაჯეთ. უკვე მეორე შეხვედრაა, ეს არბიტრი ჩვენ წინააღმდეგ მოქმედებს.
გულშემატკივრები საკუთარ ნაკრებს ძალიან ეხმარებოდნენ, განსაკუთრებით, პირველ ტაიმში. მეორე ნახევარში, როგორც
ვთქვი, გაცილებით უკეთ გამოვიყურებოდით. შესაბამისად, ეს ფაქტორი ნაკლებად მოქმედებდა.
ვიდეორეფერმა ის ეპიზოდი შეამოწმა, როცა წესებს ჩვენი ფეხბურთელი არღვევდა და არა ორიოდე წამით ადრე, როცა ამას მიქაუტაძე აკეთებდა. VAR-ის გადაწყვეტილებები ზოგჯერ გაუგებარია...
საწყის 45 წუთში ჩვენი თამაშის ტემპით ძალიან უკმაყოფილო ვიყავი. ბიჭები გაძევების შემდეგაც იბრძოდნენ, მაგრამ რთული იყო", - განაცხადა ჰოლცმა.
როცა დანაშაულს ხედავ,უნდა ისაუბრო ამის შესახებ და მსხვერპლს გევრდზე დაუდგე. არ მესმის იმ ხალხის,ვინც მხოლოდ იმიტო იცავს მსაჯს,რადგან მიღებული გადაწყვეტილება ჩვენს სასარგებლოდ იქნა მიღებული. გუშინ ლუქსემბურგი დაიჩაგრა,ხვალ შეიძლება ჩვენ ვიყოთ ამ დღეში. თუმცა იმ ქვეყანაში,სადაც ქმრის მიერ ცოლის დაჩაგვრა ისე განიხილება,როგორც ოჯახური საქმე და არ ერევა,რა ფეხბურთზე გვაქვს საქმე. ნორმალური ადამიანები სიმართლის მხარეს დგებიან და იცავენ დაჩაგრულს. დიახ,მსაჯის გადაწყვეტილებები იყო უსამართლო და განაპირობა შედეგი. როცა უსამართლოდ გექცევიან,ხომ არ მოგწონთ? მაშინ ტაშს რატომ უკრავთ იმას რო სხვას ჩაგრავენ? გაშლილი ფეხით პირდაპირ ფეხზე თამაში და თან სწრაფი შეტევის ჩაშლა,წითელი რანაირად არ არის? და მეორეც,კარგად ნახეთ გამეორება და დაინახავთ,მიქაუტაძე მთლად სუფთად არ თამაშობს. ლუქსემბურგია და არავინ მოიკლავს თავს მათ გამო,თუმცა ბერძნები მოდიან და საფეხბურთო რუკაზე ჩვენზე მეტად ჩანან,ხოდა ადგებიან და ჩვენ დაგვჩაგრავენ,მერე რას იტყვით? ზოგადად,ასეთ სიტუაციაში სიმართლის თქმა იმიტო კი არ ხდება რო არ გიხარია შედეგი ან რაიმე მსგავსი,საკუთარი თავის დაცვას ახდენ,რადგან უსამართლობამ არ გამოიწვიოს ჯაჭვური რეაქცია და შენ არ იყო რიგში. მე მაგალითად უსამართლოდ გათავისუფლებული თანამშრომლის მხარეს დავდექი და მას მხარი დავუჭირე,თუმცა მეუბნეოდნენ რო ამ თანამშრომლის ნაშრომის გამოყენება შემეძლო და ფინანსურად მეტის გამომუშავება,თუმცა იმ დღეს იყო ის და მერე ვიქნებოდი მე. ამიტომაც სწორ მხარეს დგომა ვარჩიე,შეიძლება დღეს სამსახური არ მაქვს,თუმცა ჩემი გასაკეთებელი გავაკეთე. სხვა შემთხვევაში,ეს თამაში ჩაწერეთ გამარჯვებათა ნუსხაში და იამაყეთ,ჩვენ მოვუგეთ ლუქსემბურგს,ტაში დაუკარით. კიდევ ერთხელ,ჩვენ მოვუგეთ ლუქსემბურგს,რამე ემოცია დატოვა ამ სიტყვებმა? რა უნდა დატოვოს,ლუქსემბურგს მოვუგეთ და გვიხარია?
რაც შეეხება ბერძნებს,ჩვენზე ძლიერები არიან და ამათ ხო შეგვიჭამეს ტვინი რა,ჯერ მაკედონიელები და ახლა ბერძნები,სხვა ნაკრები და ხალხს რო შევხდეთ არა? თუმცა ისიც უნდა ითქვას,რომ მოგება შეგვიძლია. 26 მარტს საქართველოს ნაკრები უნდა იყოს გიორგი პირველი და ამოისვას უნდა საბერძნეთი. არცერთი ლოგიკა არ მოასწავებდა ბასილა კეისარის ბიზანტიის მარცხს გიორგი პირველის ქართველებთან,თუმცა წახდნენ ჩვენთან და დაუმარცხებელი ჯარი დავამარცხეთ.
განვმარტავ,დიდოსტატით აღიქვავენ გიორგი პირველს ქართველთა უმეტესობა,თუმცა უდიდესი პიროვნება იყო და საამაყო,რატომ? იმ დროში,როცა ერთმორწმუნე ბიზანტია გვჩაგრავდა,ბაგრატიდან ბაგრატამდე ბიზანტიურ ტიტულს-კურაპალატობას ატარებდა,გიორგიმ შეძლო და წინააღმდეგობა გაუწია,არც ერთმორწმუნის ტიტული მიიღო და არც თავი დაუხარა. დავით მესამე კურაპალატიდან ბაგრატ მეოთხე კურაპალატემდე,ერთი კაცი იყო ამ ტიტულის გარეშე და ეს იყო გიორგი პირველი.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.