პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლუკაშენკო წელს მეორედ გაემგზავრა ჩინეთში - Reuters

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო წელს მეორედ გაემგზავრა ჩინეთში სამუშაო ვიზიტით, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ლუკაშენკო პეკინში მოლაპარაკებას გამართავს ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან.
„მოლაპარაკებები ბელარუსის პრეზიდენტსა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შორის პეკინში გაიმართება“, – აცხადებენ ლუკაშენკოს პრესსამსახურში.
დღის წესრიგშია სავაჭრო, ეკონომიკური, საინვესტიციო და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხები.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 დეკემბერი 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.