არქივი5 მარტი 2025, 10:54
ლუკაშენკო ზელენსკის, ტრამპს და პუტინს მინსკში შეხვედრას სთავაზობს

ბელარუსის პრეზიდენტი ზელენსკის, ტრამპსა და პუტინს და მინსკში შეხვედრას სთავაზობს. ლუკაშენკო აცხადებს, რომ მზადაა უმასპინძლოს რუსეთს, უკრაინას და აშშ-ს მოლაპარაკებებისთვის.
“ნუ მოახდენ ზელენსკიზე ზეწოლას – დაარწმუნე იგი. მოდი მინსკში, დაჯექი, არა ხმაური, არავითარი ყვირილი – ჩვენ შევთანხმდებით”, – უთხრა ლუკაშენკომ ამერიკელ ბლოგერს.
ლუკაშენკო ამტკიცებს, რომ ვაშინგტონი და მოსკოვი შეიძლება იყვნენ პარტნიორები გლობალური სტაბილურობისთვის და მიიჩნევს, რომ ეს “აუცილებელია კონფლიქტების დასასრულებლად”.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 მარტი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.