ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლუკაშენკომ კობახიძეს არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა

ლუკაშენკომ კობახიძეს არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსული მედია ავრცელებს.
“ქართული ოცნების” კანდიდატების თავდაჯერებული გამარჯვება ადასტურებს მათი პასუხისმგებლობის, სანდოობისა და პროფესიონალიზმის მაღალ სტანდარტს. ასევე, ადასტურებს ქვეყნის სუვერენული განვითარებისა და საზოგადოების კონსოლიდაციის თქვენი კურსის ფართო მხარდაჭერას”, – წერია ლუკაშენკოს წერილში.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ლუკაშენკომ კობახიძისთვის გაგზავნილ წერილში ხაზი გაუსვა ბელარუს და ქართველ ხალხს შორის მეგობრული ურთიერთობების გამოცდილებას და იმედი გამოთქვა, რომ გაღრმავდება ქვეყნებს შორის კავშირი სავაჭრო და ჰუმანიტარული მიმართულებით. გარდა ამისა, ლუკაშენკომ კობახიძეს უსურვა ჯანმრთელობა და წარმატება სახელმწიფოებრივ საქმიანობაში.
ამავე თემაზე:
· ბიულეტენების დათვლა დასრულდა | შედეგები

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.