ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლუკაკუ იტალიაშია და სამედიცინო შემოწმებას გადის - ნახეთ, როგორ დახვდნენ მას "ნაპოლის" ფანები [VIDEO]

დიდი სატრანსფერო საგა საბოლოოდ სრულდება. რომელუ ლუკაკუ რომში ჩაფრინდა, სადაც კლინიკა Villa Stuar-ში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ამის მერე "ნაპოლის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება.
31 წლის ბელგიელ ფორვარდს "პარტენოპეის" უამრავი ფანი, ჟურნალისტი და ფოტოგრაფი დახვდა.
"ნაპოლის" ლუკაკუს დამატება დაახლოებით 30-32 მილიონი ევრო დაუჯდება, რასაც ბონუსები დაემატება და შემდეგი გაყიდვიდან პროცენტს "ჩელსიც" მიიღებს.
ფეხბურთელის დებიუტი, სავარაუდოდ, 31 აგვისტოს "პარმასთან" საშინაო შეხვედრაში, სერია A-ს მე-3 ტურში შედგება.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.