არქივი27 აგვისტო, 2024, 17:24
ლუკაკუმ შეიძლება "ნაპოლის" რიგებში "პარმასთან" ითამაშოს
Sky-ს ცნობით, "ჩელსი" და "ნაპოლი" თავდამსხმელ რომელუ ლუკაკუს ტრანსფერზე შეთანხმებასთან ახლოს არიან.
ლონდონური კლუბი ლუკაკუს სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს და 30%-ს შემდგომი გაყიდვიდან მიიღებს. ამის შემდეგ ფეხბურთელი რომში გაფრინდება, რათა ვილა სტიუარტის კლინიკაში სამედიცინო შემოწმება გაიაროს.
"ნაპოლი" ბელგიელს კონტრაქტს 2027 წლის ზაფხულამდე გაუფორმებს და არაა გამორიცხული, 31 აგვისტოს "პარმასთან" ათამაშონ.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.