ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლუის ენრიკე: კვარაცხელია ტოპ-ფეხბურთელია - მისგან სწორედ ეს გვჭირდება

ლუის ენრიკე: კვარაცხელია ტოპ-ფეხბურთელია - მისგან სწორედ ეს გვჭირდება

ჩემპიონთა ლიგაზე "ბრესტის" 7:0 დამარცხების და მერვედფინალში გასვლის შემდეგ, რა გასაკვირია, რომ პსჟ-ის მწვრთნელი ლუის ენრიკე კარგ ხასიათზე იყო და კითხვაზე, ვის ისურვებდა მომდევნო ეტაპზე მეტოქედ, ხუმრობით უპასუხა:
"დიახ, მე მაქვს ჩემი არჩევანი, "ლივერპულთან" ან "ბარსელონასთან" თამაში მირჩევნია! ორივე ვარიანტი მომწონს".
"პარი სენ ჟერმენის" თავკაცს ხვიჩა კვარაცხელიაზე საკუთარი მოსაზრების გამოთქმა სთხოვეს. "როგორ შევაფასებ "კვარას"? ტოპ-ფეხბურთელია. ყოველთვის ვამბობდი, რომ ზამთარში შემადგენლობის გასაძლიერებლად ვარიანტის მოძებნა ძნელია. მას პარტნიორებთან ადაპტაცია სჭირდება. ცხადია, თავისი დონის დამტკიცება და გუნდის დახმარება სურს. როდესაც 7:0-ს იგებ და ასე
ეხმარები გუნდს დაცვაში - სწორედ ასეთი მენტალიტეტი გვჭირდება", - განუცხადა ლუის ენრიკემ.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.