ლუიზიანაში სროლის შედეგად 8 ბავშვი დაიღუპა, ასაკი 1-დან 14 წლამდეა

-ში, ლუიზიანას შტატის ქალაქ შრივპორტში სროლის შედეგად 8 ბავშვი დაიღუპა, 2 კი დაშავდა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, თავდასხმის მსხვერპლები 1-იდან 14 წლამდე ასაკის არასრულწლოვანები არიან.
შრივპორტის პოლიციის სპიკერის, კრის ბორდელონის თქმით, ბრალდებული ზრდასრული კაცია და მსხვერპლთა ნაწილის ნათესავი იყო.
ბორდელონმა დაამატა, რომ თავდამსხმელმა მანქანა გაიტაცა, შემდგომ კი პოლიციამ ადევნებისას მოკლა. შედეგად არცერთი პოლიციელი არ დაშავებულა.
შრივპორტის პოლიციის სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ მსროლელმა ცეცხლი სამ სხვადასხვა სახლში გახსნა.
“ეს საკმაოდ ფართო შემთხვევის ადგილია, რამდენიმე ბავშვი არის დაღუპული”. – თქვა ბორდელონმა.
ადგილობრივ პოლიციას მსხვერპლების ან ბრალდებულის ვინაობა არ გაუსაჯაროებია.