ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლუდის მოხმარება 2024 წელს 140 მლნ ლიტრს მიაღწევს - Galt & Taggart

„ჩვენი მოლოდინით, ლუდის მოხმარება 2024 წელს 140 მლნ ლიტრს მიაღწევს. 2023 წლის მონაცემებით, მოხმარების 92% ადგილობრივი წარმოებით კმაყოფილდება. ჩვენი აზრით, ეს პროპორცია 2024 წელსაც შენარჩუნდება," - ამის შესახებ Galt & Taggart-ის ლუდის სექტორის 22 დეკემბრის მიმოხილვაშია აღნიშნული.
დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე ლუდის მოხმარება მზარდია და 2023 წელს 45 ლიტრს შეადგენდა , თუმცა მაინც ჩამორჩება ევროპის საშუალო მაჩვენებელს - 81 ლიტრს.Galt & Taggart-ის მიხედვით, საქართველოში საშუალოვადიან პერიოდში ლუდის მოხმარების ზრდა მოსალოდნელია ერთ სულ მოსახლეზე მოხმარების ზრდის ხარჯზე.
ლუდი ძირითადად მაღაზიაში იყიდება, უმეტესი ევროპული ქვეყნების მსგავსად HORECA-ში გაყიდვის წილი გაზრდილია 26%-დან 31%-მდე 2019-23 წლებში. "ჩვენი მოლოდინით, ადგილზე მოხმარების (HORECA) წილი საქართველოში გაიზრდება ურბანიზაციის, შემოსავლების და ტურიზმის ზრდის ხარჯზე," - აღნიშნულია კვლევაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.