პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლოს-ანჯელესში ტყის ხანძრის სამ კერას ებრძვიან, დაღუპულია 24 ადამიანი, 23 კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება

ლოს-ანჯელესში ტყის ხანძრის სამ კერას ებრძვიან, დაღუპულია 24 ადამიანი, 23 კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება

ლოს-ანჯელესში მეხანძრეები ტყის ხანძრის სამ კერას ებრძვიან, ყველაზე დიდი, პალისეიდსის ხანძარი, მხოლოდ 14%-ით არის ლოკალიზებული, სიდიდით მეორე, იტონის ხანძარი, კი - 33%-ით, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ლოს-ანჯელესის მერმა, კარენ ბასმა განაცხადა, რომ მოსალოდნელი ქარიშხლის ფონზე მიმდინარეობს სასწრაფო მზადება, რადგან ძლიერმა ქარმა, შესაძლოა, ხანძრის ახალი კერები გამოიწვიოს.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ლოს-ანჯელესის მოსახლეობას მიმართა და მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა.
„ლოს-ანჯელესელ ხალხს : გმადლობთ ერთად დგომისთვის, წარმოუდგენელი დანაკარგის დროს ერთმანეთისთვის დახმარების გაწევისთვის. მინდა იცოდეთ, რომ ჩვენთვის ყველაზე დიდი პრიორიტეტი თქვენი უსაფრთხოებაა. გული გვტკივა 24 უდანაშაულო სულისთვის, რომელიც დავკარგეთ", - აღნიშნა ბაიდენმა.
ბოლო მონაცემებით, 23 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 იანვარი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.