ლოს-ანჯელესში ტყის ხანძრის გამო ევაკუაცია და საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

აშშ-ის კალიფორნიის შტატში, ლოს-ანჯელესის პასიფიკ პალისეიდსის რაიონში ტყის ხანძრის გავრცელების გამო 30 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გამოცხადდა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ლოს-ანჯელესის სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელის, კრისტინ კროულის განცხადებით, ხანძარი 500 ჰექტრამდე ტერიტორიაზეა გავრცელებული. შექმნილი მდგომარეობის გამო, ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
კროულის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია 250 მეხანძრე-მაშველი, ვერტმფრენებით, სახანძრო მანქანებით და სხვა საჭირო აღჭურვილობით.
ხანძარს გამოეხმაურა კალიფორნიის გუბერნატორი, გევინ ნიუსომი.
„კალიფორნიაში აღარ არის ხანძრის სეზონი, სამაგიეროდ არის „ხანძრის წელი“, - განაცხადა გუბერნატორმა.
მისი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად ბევრი ნაგებობა განადგურდა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.