ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლოს-ანჯელესში ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა

ლოს-ანჯელესში ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა

ლოს-ანჯელესში ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ძლიერმა ხანძარმა 12000-ზე მეტი შენობა გაანადგურა.
ბოლო მონაცემებით, მეხანძრეები, სულ მცირე, ხანძრის ექვს კერას ებრძვიან, კერძოდ, პალისეიდის, იტონის, კენეტის, ჰერსტის, ლიდიისა და არჩერის ხანძრებს, რომელთა საერთო ფართობი დაახლოებით 36384 აკრზე ვრცელდება.
შეგახსენებთ, ლოს-ანჯელესში ძლიერ ტყის ხანძრებს უკვე მეოთხე დღეა ებრძვიან. კალიფორნიის გუბერნატორის, გევინ ნიუსომის ცნობით, ხანძრის ჩაქრობის პროცესში 12000-ზე მეტი მეხანძრე, 1150 სახანძრო მანქანა, 143 წყლის ტანკერი და 60 თვითმფრინავი მონაწილეობს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.