ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლოს-ანჯელესში „გრემით“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

ლოს-ანჯელესში „გრემით“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

ლოს-ანჯელესში პრესტიჟული მუსიკალური ჯილდოს - გრემი 68-ე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

წლის საუკეთესო ალბომად დასახელდა პუერტო-რიკოელი რეპერის Bad Bunny-ის Debí Tirar Más Fotos. ეს პირველი შემთხვევაა, როცა მთავარი ჯილდო მთლიანად ესპანურენოვან ალბომს მიენიჭა. სცენაზე გამოსვლისას არტისტმა განაცხადა - „ICE out“, რასაც დარბაზში ოვაციები მოჰყვა; მოწოდება აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის ქმედებებს ეხმიანებოდა.

საუკეთესო ჩანაწერის ნომინაციაში გაიმარჯვა Kendrick Lamar-ისა და SZA-ს კომპოზიციამ Luther. კენდრიკ ლამარმა „გრემი“ საუკეთესო რეპ-ალბომის კატეგორიაშიც მიიღო.

საუკეთესო ვოკალურ პოპ-ალბომად აღიარეს ლედი გაგა-ს MAYHEM, ხოლო წლის სიმღერად - ბილი აილიში-ს Wildflower.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.