ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლორა თორნტონი - საქართველო ჯერ კიდევ წარმოადგენს სანქციებისთვის გვერდის ავლის საკვანძო მარშრუტს რუსეთისთვის - “ქართულმა ოცნებამ” შეატრიალა სცენარი, თუ ვინ არიან მეგობრები და ვინ - მტრები

ლორა თორნტონი - საქართველო ჯერ კიდევ წარმოადგენს სანქციებისთვის გვერდის ავლის საკვანძო მარშრუტს რუსეთისთვის - “ქართულმა ოცნებამ” შეატრიალა სცენარი, თუ ვინ არიან მეგობრები და ვინ - მტრები

საქართველო ჯერ კიდევ წარმოადგენს სანქციებისთვის გვერდის ავლის საკვანძო მარშრუტს რუსეთისთვის. ამის შესახებ მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორმა, ლორა თორნტონმა აშშ-ის ჰელსინკის კომისიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, “ქართულმა ოცნებამ” „შეატრიალა სცენარი, ვინ არიან საქართველოს მეგობრები და ვინ არიან საქართველოს მტრები“.
თორნტონმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ ამერიკელებს “მტრულ აქტორებად მოიხსენიებს და გლობალური ომის პარტიის” ნაწილად ყოფნას აბრალებს.
“თუმცა, მგონია, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა წარმოადგენს საქართველოს დასავლეთისგან საბოლოო მოწყვეტად და ავტორიტარიზმში სრულ გადაშვებას. საქართველო სწრაფად დაიწყო რუსეთისთვის დახმარება, არა უკრაინისთვის. ის ჯერ კიდევ წარმოადგენს სანქციებისთვის გვერდის ავლის საკვანძო მარშრუტს რუსეთისთვის.ეს ნამდვილად ირონიულია იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინასა და საქართველოს ბევრი რამ აქვთ საერთო და საქართველოს 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.
საქართველოს ლიდერები უსასრულოდ თავს ესხმიან უკრაინასა და ზელენსკის. საკმაოდ ჩუმად არიან რუსეთზე და თავდასხმები ევროპასა და აშშ-ზე გადააქვთ. “მტრულ აქტორებად” მოგიხსენიებენ, “გლობალური ომის პარტიის” ნაწილად ყოფნას გვაბრალებენ, რომელიც საქართველოს მეორე ფრონტში მიათრევს, და ევროპას, რასაც თავად ეძახიან, “ლიბერალურ ფაშიზმს” აბრალებენ.
საპირისპიროდ, “ქართული ოცნება” ღიად ეძახის ჩინეთსა და ირანს თავის მეგობრებს, მოკავშირეებსა და პარტნიორებს. მაგალითად, არის ფოტო, რომელშიც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე “ჰამასის” გვერდით დგას - თეირანში.
ასე რომ, “ქართულმა ოცნებამ” ნამდვილად შეატრიალა სცენარი, თუ ვინ არიან საქართველოს მეგობრები და ვინ არიან საქართველოს მტრები,” - განაცხადა თორნტონმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.