ლორა თორნტონი – ბევრს ჰგონია, რომ საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა ახალია, მაგრამ ვიკამათებ, რომ ნიშნები დიდი ხნის წინ ჩანდა – ფატალური ნაკლი იყო “ქართული ოცნების” მმართველობის დასაწყისში და ეს ნაკლი რუსეთის მიერ შექმნილი ოლიგარქი, ივანიშვილია

ფატალური ნაკლი იყო “ქართული ოცნების” მმართველობის დასაწყისში და ეს ნაკლი რუსეთის მიერ შექმნილი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილია, – ამის შესახებ მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორმა, ლორა თორნტონმა აშშ-ის ჰელსინკის კომისიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი შეფასებით, საქართველოში „დემოკრატიული უკუსვლის“ ნიშნები დიდი ხნის წინ გაჩნდა.
“ბევრს ჰგონია, რომ საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა ძალიან ახალი და სწრაფია, მაგრამ ვიკამათებ, რომ ნიშნები დიდი ხნის წინ ჩანდა.
პირველ რიგში, ფატალური ნაკლი იყო “ქართული ოცნების” მმართველობის დასაწყისში და ეს ნაკლი რუსეთის მიერ შექმნილი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილია. ის პიროვნება და საფულეა, რომელიც “ქართული ოცნების” შექმნის უკან დგას და მისი პირველი პრემიერ-მინისტრი იყო. ივანიშვილი არასდროს იყო დემოკრატიული პრინციპების ან პროცესების ერთგული და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ყოველთვის დაკავშირებული იყო რუსეთთან, რომელმაც ის გაამდიდრა.
მეორე რიგში, [“ქართული ოცნების”] ფართო კოალიციამ ჩამოშლა ათი წლის წინ, 2015 წელს დაიწყო, როდესაც უფრო პრო-დემოკრატიულმა და პრო-დასავლურმა პარტიებმა გამოცალკევება დაიწყეს.
მესამე რიგში, თითქმის დაუყოვნებლივ დავიწყეთ არალიბერალური გრავიტაციის დანახვა, რომელიც, როგორც ეს ხშირად ხდება, რუსული ნარატივებითა და დეზინფორმაციით დაიწყო უმცირესობებისა და ქალების წინააღმდეგ, ეთნონაციონალიზმით და ანტი-დასავლური რიტორიკით. ეს სწრაფად გადავიდა თავდასხმებში სამოქალაქო საზოგადოებაზე, “სახელმწიფოს მტრებზე”, მედიაზე და ინსტიტუტებზე, რომლებიც მთავრობას აბალანსებენ”, – განაცხადა თორნტონმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან