ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლონდონში, “იმედის” მფლობელის, ირაკლი რუხაძის კომპანიის საქმიანობაზე გამოძიების დაწყებას ითხოვენ

ლონდონში, “იმედის” მფლობელის, ირაკლი რუხაძის კომპანიის საქმიანობაზე გამოძიების დაწყებას ითხოვენ

მთავარი არხის ინფორმაციით, ლონდონში ტელეკომპანია “იმედის” მფლობელის ირაკლი რუხაძის კომპანია “ჰანველ პარტნერსის” საქმიანობაზე გამოძიების დაწყებას ითხოვენ – ამის შესახებ ბრიტანეთის პარლამენტში რამდენიმე დეპუტატმა ისაუბრა.
ბიზნესის კომიტეტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ჩადენილ ძალადობასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ქართული ოცნების პროპაგანდის მთავარი საყრდენი ქვეყანაში რუხაძის ტელეკომპანია “იმედია”.
გამოძიების მოთხოვნის საფუძვლად კი რუსული ნარატივების გაძლიერება დაასახელა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.