ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლონდონის ჰითროუს აეროპორტის 25%-იანი წილი 3 მილიარდ დოლარად იყიდება

ლონდონის ჰითროუს აეროპორტის 225%-იანი წილი 3 მილიარდ დოლარად იყიდება - აღნიშნული გადაწყვეტილება ჰოლდინგურმა კომპანია Ferrovial -მა მიიღო, რომელიც ჰითროუს ბიზნესიდან გასვლას და საინვესტიციო პორტფელის რეორგანიზებას გეგმავს.
Ferrovial აცხადებს, რომ დაინტერესებული პირები უკვე ჩანან, მათ შორისაა საუდის არაბეთის სუვერენული ფონდი, რომელსაც ჰითროუს 10%-იანი წილის შეძენა სურს, ხოლო დარჩენილი წილის შესყიდვით დაინტერესებული მხარე ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ჰოლდინგი Ardian-ია.
Ferrovial-მა აცხადებს, რომ ნოემბრის დასაწყისში ჰითროუს ბრუნვა კვლავ პოზიტიურ ნიშნულზეა, მან მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში 59,4 მილიონი მგზავრი მიიღო, რაც 2022 წელთან შედარებით 34.4%-ით მეტია. სექტემბერში მგზავრთნაკადმა პანდემიამდელ მაჩვენებელს პირველად გადააჭარბა .

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.