ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს ბანკის და Georgia Capital-ის აქციები გაიაფდა

ს კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე ორი ქართული კომპანიის აქციების ფასები გასულ თვესთან შედარებით გაიაფდა. წინა კვირასთან შედარებით გაზრდილია მხოლოდ ბანკის აქციები.
ს ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 33.90 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -2.59% წინა კვირასთან შედარებით და – 4.24% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 171 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 32.95 – 35.00 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 45 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 27.80 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.09% წინა კვირასთან შედარებით და +1.46% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 222 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 26.60 – 27.80 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 55 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 10.02 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -0.20% წინა კვირასთან შედარებით და -1.38% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 102 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 9.85 – 10.50 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 31 ათასი აქცია შეადგინა.