ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასები დაეცა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასები დაეცა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ბოლო, 29 აგვისტოს ბოლო ვაჭრობის შედეგად, ბირჟაზე წარმოდგენილი სამი ქართული კომპანიის აქციების ფასები შემცირდა.
უფრო კონკრეტულად, LION FINANCE GROUP PLC-ის (საქართველოს ბანკი) აქციების ფასი 1.15%-ით შემცირდა და ერთი აქციის ფასმა 73.33 გირვანქა სტერლინგი შეადგინა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 3.249 მლრდ გირვანქა სტერლინგს აღემატება.
ამასთანავე, TBC Bank Group PLC-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 2.493 მლრდ გირვანქა სტერლინგს უტოლდება. ერთი აქციის ფასი ბოლო მონაცემებით 43.35 გირვანქა სტერლინგია, რაც 1.46%-იან ვარდნაზე მიუთითებს.
რაც შეეხება Georgia Capital PLC-ს, მისი აქციების ფასი 0.44%-ით შემცირდა. ერთი აქციის ღირებულება ბოლო ვაჭრობის შედეგად 22.75 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. რაც შეეხება კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია, 824 მლნ სტერლინგს აღემატება.
bpn.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.