ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასები გაძვირდა - ყველაზე მაღალი ზრდა საქართველოს ბანკს აქვს

Galt & Taggart-ის 8-14 იანვრის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე სამივე ქართული კომპანიის აქციების ფასები, წინა კვირასთან და წინა თვესთან შედარებით გაზრდილია.
საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 39.05 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.56% წინა კვირასთან შედარებით და +15.02% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 194 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 38.40 - 40.45 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 38 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 28.55 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +2.33% წინა კვირასთან შედარებით და +2.33% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 103 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 27.30 - 28.80 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 29 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 10.60 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.92% წინა კვირასთან შედარებით და +7.51% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 145 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 10.34 - 10.64 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 138 ათასი აქცია შეადგინა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.