ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლონდონის ბირჟაზე დალისტული ქართული კომპანიების აქციები გაძვირდა

ლონდონის ბირჟაზე დალისტული ქართული კომპანიების აქციები გაძვირდა

გალტ & თაგარტის 14–18 აპრილის კვირის მიმოხილვის თანახმად, წინა კვირასთან შედარებით, ლონდონის ბირჟაზე დალისტული სამივე ქართული კომპანიის აქციები გაძვირდა. თუმცა, წინა თვესთან შედარებით კომპანიების კაპიტალიზაცია დაბალია.
Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 53.80 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +3.76% წინა კვირასთან შედარებით და -6.60% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 92 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 52.45 - 55.20 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 46 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 42.80 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +4.90% წინა კვირასთან შედარებით და -4.89% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 256 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 41.50 - 43.60 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 97 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 13.92 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +6.10% წინა კვირასთან შედარებით და - 10.19% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 281 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 13.26 - 13.98 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 74 ათასი აქცია შეადგინა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.