არქივი18 დეკემბერი, 2023, 15:40
ლოიდ ოსტინი თელ-ავივში ბენიამინ ნეთანიაჰუს ხვდება
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი თელ-ავივში, ისრაელის პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ხვდება. ნეთანიაჰუსთან შეხვედრამდე, ოსტინმა ისრაელის თავდაცვის მინისტრ, იოავ გალანტთან გამართა მოლაპარაკებები.
ისრაელის პრემიერის ოფისის ცნობით, ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ, ლოიდ ოსტინი ისრაელის ომის კაბინეტის წევრებს შეხვდება.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი ისრაელში დღეს, 18 დეკემბერს ჩავიდა.
არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.