არქივი2 თებერვალი, 2024, 14:32
ლოიდ ოსტინი: აშშ არ გეგმავს სირიიდან ჯარების გაყვანას თავდასხმების მიუხედავად
შეერთებული შტატები არ გეგმავს ჯარების გაყვანას სირიიდან, მიუხედავად იმისა, რომ მათზე თავდასხმები გახშირდა ბოლო კვირებში ტერორისტული ჯგუფების მიერ, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა.
„ის რაც მოხდა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში არ გვაიძულებს განვიხილოთ სირიიდან ჯარების გაყვანის საკითხი“, - აღნიშნა პენტაგონის ხელმძღვანელმა.
ამავე დროს, მისი თქმით, მიმდინარეობს დისკუსიები ერაყის ხელისუფლებასთან ახლო აღმოსავლეთში ამერიკელი ჯარების ყოფნის შესახებ.
მანამდე მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ სირიიდან ჯარების გაყვანას გეგმავს.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.